ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით OFF ROAD Trial-ში საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება
29/03/2013

 

პრესრელიზი

28 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54

 "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით OFF ROAD Trial-ში საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება 

30-31 მარტს, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი OFF ROAD Trial-ში. ღონისძიება იმართება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური -112-ის,  „თეგეტა მოტორსის"  „ავტორადიოსადა  4WD shop მხარდაჭერით.

30 მარტს, 09:30 საათზე, ადგილზე გაიმართება პრესკონფერენცია. შეჯიბრი დაიწყება 10 საათზე და ჩატარდება შემდეგ 5 კატეგორიაში: სტანდარტი, ორიგინალი, მოდიფიცირებული, პრომოდიფიცირებული და პროტო.შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები.   „თეგეტა მოტორსი" ტურნირზე საკუთარი ეკიპაჟით იქნება წარმოდგენილი. 

წაკითხულია: 1865